რა არის დენტალური იმპლანტი?

- იმპლანტი ჭანჭიკის ფორმის ხრახნია, რომელიც ყბის ძვალში ინერგება და დანაკლისი კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებს.

რა შემთხვევაში გვჭირდება დენტალური იმპლანტაცია?

- თუ მაგალითად არ გვსურს ჯანსაღი კბილის პრეპარირება (დაქლიბვა) და მათ ხარჯზე დანაკლისი კბილების ერთიანი ხიდისებრი კონსტრუქციით შევსება.

არ არის შენარჩუნებული საყრდენი/სამაგრი კბილები ასეთ შემთხვევაში კონსტრუქციის დაფიქსირება შეუძლებელია.

პაციენტი ვერ ეგუება ან აღარ სურს მოსახსნელი პროთეზის გამოყენება ასეთ პაციენტებთან განსაკუთრებით კომფორტულია იმპლანტაცია,

ვინაიდან ისინი სამუდამოდ ემშვიდობებიან საისან პროთეზს და მისგან განპირობებულ მრავალ დისკომფორტს.

ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია მოიცავს: დანაკლისი კბილების ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენას.

კბილების აღსადგენად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალით დამზადებული სხვადასხვა სახის ორთოპედიული კონსტრუქციები, რომელიც გამოირჩევა მრავალწლიანი გამძლეობით: მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები, კერამიკული გვირგვინები, მთლიანი ან ნაწილობრივი პროთეზები. რომელთა დამზადება და მორგება ხდება პაციენტის ინდივიდუალურ ზომებზე.

თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია გულისხმობს სხვადასხვა სახის კბილის დაზიანების მკურნალობას: ენდოდონტიას/არხების დაბჟენას, კარიესის მკურნალობასა და რესტავრაციას მაღალი ხარისხის კომპოზიტური მასალებით.

პროფესიულ ჰიგიენას, ქვებისა და ნადების მოცილებას ბოლო თაობის უახლესი აპარატურით. კბილების გათეთრებას მინანქრის დაზიანების გარეშე, თანამედროვე უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით.

ქირურგიული სტომატოლოგია

ქირურგიული სტომატოლოგია მოიცავს: ყბა- სახის მიდამოში არსებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიულ მანიპულაციას : კბილების ექსტაქციებს,( მათ შორის რეტენირებული და ნაწილობრივ რეტენირებული კბილების ექსტრაქცია) , ტრავმებისა და ანთებითი პროცესების მკურნალობა; ტუჩისა და ენის ლაგამის პლასტიკა; ფესვის მწევალის რეზექცია ; ღრძილების პლასტიკა ( ფორმების შეცვლა) ; ცისტექტომია; ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა და სხვა.

სტომატოლოგიურ კლინიკა ბლეიზიში ტარდება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სახის ქირურგიული მანიპულაცია ყბა-სახის მიდამოში, ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგადი ნარკოზისა და პაციენტის სტაციონარში განთავსების  გარეშე.

ორთოდონტული სტომატოლოგია

ორთოდონტული სტომატოლოგია: გულისხმობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას.დეფორმაციების ეტიმოლოგიასა და პათოგენეზს,მათ პროფლილაქტიკას,დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

არასწორი თანკბილვა არამხოლოდ ვიზუალური დისკომფორტია, არამედ მისგან შესაძლოა გამოწვეული იქნეს კბილების დაკარგვაც კი.

კბილების არასწორი პოზიცია თავისთავად იწვევს ღეჭვითი დატვირთვის არათანაბარ გადანაწილებასა და მასზე დატვირთვის გაზრდას,რაც მომავალში ფესვების გაშიშვლებისა და პაროდონტოზის საწყისი ეტაპია.

ასაკის მატებასთან ერთად შესამჩნევი ხდება კბილების პათოლოგიური ცვეთა.

კბილთა არასწორი განლაგება რიგ შემთხვევებში იწვევს სახის ესთეტიკის დარღვევა /ასიმეტრიას,რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.

აღსანიშნავია ისიც რომ არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ყბის (სახსრის) პათოლოგიამდე. რაც იწვევს თავისა და საღეჭი კუნთების ტკივილს, ტკაცუნს პირის ღრუს გაღებისა და მოძრაობის დროს.

სასურველია ორთოდონტთან კონსულტაცია მოხდეს ადრეულ ასაკში. დროული დიაგნოსტირება და პრევენციული მკურნალობა,თავიდან აგარიდებთ ზრდასრულ ასაკში რიგ გართულებებს.

ყბის/კბილების მკურნალობა ტარდება თანამედროვე სპეციალური ორთოდონტული აპარტებითა და დამხმარე საშუალებებით: ბრეკეტ სისტემებით,ექსპანდერით,სპლინტ თერაპიით ფირფიტოვანი აპარატებით და სხვა.